ავტომატიზირებული ჰიდროლოგიური სადგურების ამოქმედება აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვის“ პროექტის ფარგლებში

2015 წლის 4 სექტემბერს „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვითი პროგრამის (EPIRB) ფარგლებში საქართველოში, კერძოდ კი აჭარის რეგიონში ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი ამოქმედდება. ზემოთხსენებული სამუშაოები შერჩეული პროგრამული ღონისძიებების (PoM) მეშვეობით განხორციელდა მდინარეთა აუზების მართვის გეგმის შემუშავების ფარგლებში (RBMP). მოცემული ინიციატივის მიზანი იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისი მონიტორინგის ქსელის შექმნაში და მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზთან დაკავშირებით მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და დამუშავების შესაძლებლობების გაძლიერება.

საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვითი პროგრამა (EPIRB) ფინანსდება ევროკავშირის მიერ და მის მართვაზე ევროკომისიაა პასუხისმგებელი, ხოლო პროექტს ახორციელებს კონცორციუმი ავსტრიული კომპანია „Hulla & Co Human Dynamics”-ის ხელმძღვანელობით. პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვისა (IWRM) და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD –2000/60/EC) პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის გზით. პროექტის აქტივობები და შედეგები შემუშავებულია შერჩეულ ტრანსსასაზღვრო მდინარეთა აუზებში წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წყლის რესურსების ერთობლივი მონიტორინგის და შერჩეულ საპილოტე აუზებში მდინარეთა აუზების მართვის გეგმების (RBMP) შემუშავების გზით. პროექტი მიმართულია შავი ზღვის რეგიონისა და მიმდებარე ქვეყნებზე და მისი მიზანია ბენეფიციარი ქვეყნების, კერძოდ კი აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსიის, საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის მხარდაჭერა.

საქართველოში, აჭარის რეგიონში მიმდინარე საპილოტე პროექტის ფარგლებში EPIRB პროექტი 6 სრულად ავტომატზირებულ ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურს დაამონტაჟა მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზში, საიდანაც ორი აჭარიწსყლის ზედაწელშიაგანთავსებული ქედასა და შუახევთან, და გარდა წყლის დონის გამზომი მოწყობილობებისა, ასევე აღჭუვილის ატმოსფერული ნალექების გამზომი თანამედროვე აღჭურვილობით წყალდიდობის რისკის შეფასებისა და პროგნოზების მომზადების მიზნით. პროექტის საერთო ღირებულება, მათ შორის სადგურების მონტაჟი და ეროვნული გარემოსდაცვითი სააგენტოს ტელემეტრიისა და ტესტირების სისტემასთან მიერთებასთან დაკავშირებული ხარჯები 54,486 ევროს შეადგენს. სადგურების დამონტაჟება და არსებულ ტელემეტრულ სისტემაში მიერთება აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ჰიდრომეტრული სადგურების გადაცემისა და ექსპლუატაციაში გაშვების ოფიციალური ცერემონია შედგება ბათუმში, 2015 წლის 4 სექტემბერს.

01.09.2015
  • Georgia