თუ შეიძლება ჩაინიშნეთ ეს თარიღი!

ჩვენ ჭოროხი-აჭარისწყალის მდინარის აუზის მომავალი უნდა განვსაზღვროთ!  

მდინარეთა აუზის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა, 2015 წლის 24 მარტი   

ძვირფასო კოლეგებო,  
მოხარულები ვართ მოგიწვიოთ ჭოროხი-აჭარისწყალის მდინარის აუზის მართვის გეგმის პროექტის (RBMP) საჯარო განხილვაზე, რომელიც 2015 წლის 24 მარტს გაიმართება საქართველოში, ბათუმში.  შეხვედრა ორგანიზებულია  „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვის პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი.  

მოცემული შეხვედრა საშუალებას მოგცემთ უფრო მეტი შეიტყოთ  ჭოროხი-აჭარისწყალის საპილოტე აუზის მართვის გეგმის პროექტის (RBMP), მათ შორის დაგეგმილი პროგრამული ღონისძიებების თაობაზე. თქვენ საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში და თქვენი კომენტარები და წინადადებები მოგვაწოდოთ შემოთავაზებული გეგმის პროექტთან დაკავშირებით.  თუ შეიძლება ჩაინიშნეთ ეს თარიღი და გაავრცელეთ ინფორაცია შეხვედრის თაობაზე თქვენი ქსელების მეშვეობით.  

საჯარო განხილვა გაიმართება სასტუმრო შერატონ ბათუმის საკონფერენციო დარბაზში,  
რუსთაველის ქუჩა #28, ბათუმი 6000, საქართველო
ტელ.: +995 422 229 000; ფაქსი: +995 422 229 029
www.sheratonbatumi.com

შემოთავაზებული დღის წესრიგი და ჭოროხი-აჭარისწყალის მდინარის აუზის მართვის გეგმის პროექტი (RBMP) ხელმისაწვდომი იქნება მარტის დასაწყისში ვებ გვერდზე www.blacksea-riverbasins.net და ასევე მიეწოდება დაინტერესებულ მონაწილეებს. კომენტარების მიღების მიზნით შეიქმნება  ელექტრონული ფოსტა, რომლის თაობაზეც უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.  

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მონაწილეობა მიიღოთ საჯარო განხილვაში, თუ შეიძლება დროულად დაუკავშირდით ქალბატონ ქეთი მეტრეველს ელექტრონული ფოსტით  kate.metreveli@blacksea-riverbasins.net, ან ტელეფონით (+995 32 236 8877).  
სიხარულით ველით თქვენს მონაწილეობას! 

დღის წესრიგი დღის წესრიგი
24.03.2015
  • Georgia
  • бассейн реки Чорохи-Аджарисцкали