მიიღეთ მონაწილეობა! ჩვენ ჭოროხი-აჭარისწყალის მდინარის აუზის მომავალი უნდა განვსაზღვროთ!

ჭოროხი-აჭარისწყალის მდინარის აუზის მართვის გეგმის პროექტის (RBMP) საჯარო განხილვა გაიმართა საქართველოში, ბათუმში  2015 წლის 24 მარტს.  გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყვლეას, ვინც მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში და გაგვიზიარა თავისი შეხედულებები. შეხვედრა ორგანიზებული იყო  „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვის პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი.  

მოცემული შეხვედრის მიზანი იყო  ჭოროხი-აჭარისწყალის საპილოტე აუზის მართვის გეგმის პროექტის (RBMP) წარდგენა, მათ შორის დაგეგმილი პროგრამული ღონისძიებების თაობაზე და კომენტარები და წინადადებების  მიღება შემოთავაზებული გეგმის პროექტთან

შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები, შეხვედრის ოქმი და დანართი დოკუმენტები ხელმისაწვდომი იქნება პროექტის ინტერნეტ გვერდზე უახლოეს მომავალში.

შეხვედრა იყო პირველი ნაბიჯი საკონსულტაციო პროცესში და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ მივიღოთ თქვენგან დამატებითი კომენტარები. დაინტერესებულ მხარეებსა და ნებისმიერ საჯარო პირს შეუძლია გამოაგზავნოს კომენტარები და წინადადებები ჭოროხი-აჭარისწყალის საპილოტე აუზის მართვის გეგმის პროექტზე (RBMP) 2015 წლის 31 აგვისტომდე. ადრე მიღებულ კომენტარები საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი დრო დავითმოთ წამოჭრილი საკითხის განხილვას და გადაჭრას.

გთხოვთ, გაუგზავნოთ თქვენი კომენტარები და შეხედულებები ქ-ნ მარიამ მაკაროვას ელ ფოსტაზე: m.makarova@moe.gov.ge

თქვენ შგიძლიეთ ჩამოტვირთთ შეხვედრის დოკუმენტები და ჭოროხი-აჭარისწყალის საპილოტე აუზის მართვის გეგმის პროექტი (RBMP) შემდეგი ინტერნეტ-გვერდიდან: http://blacksea-riverbasins.net/en/pilot-basins/chrorokhi-adjaristskali-...

ყველა კომენტარი, რომელიც იქნა მიღებული შეხვედრის დროს ან გამოიგზავება  ელექტროლულად, იქნება განხილული და გათვალისწინებული გეგმის საბოლოო ვერსიის მომზადებისას 2015 წლის 31 აგვისტოს შემდეგ.

ჩვენ იმედი გვაქვს რომ თქვენ თქვენ სიტყვას იტყვით მომავლის შენებაში!

31.03.2015
  • Georgia
  • бассейн реки Чорохи-Аджарисцкали